საზოგადოება
პრემიერი ღარიბაშვილი: „ის, რომ ამ ფორუმს ესწრება ასობით ბიზნესმენი, ცხადყოფს აბრეშუმის გზის დიდ პოტენციალს“

abreSum-SAZOG-1-ANALITსაქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს ჩართულობა ახალი აბრეშუმის გზის პროექტში, პერსპექტივები და შესაძლებლობები - საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა "თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის" მონაწილეებს აბრეშუმის გზის დიდი პოტენციალის შესახებ საკუთარი ხედვა გააცნო.

თავს უფლებას მივცემ, დღეს აქ წარმოდგენილი ყველა სახელმწიფოს სახელით განვაცხადო, რომ ჩვენი ბიზნესლიდერები ჩვენი ქვეყნების შესანიშნავი ელჩები არიან, რომლებიც უზრუნველყოფენ ჩვენს საერთო კეთილდღეობას. არც ახალი აბრეშუმის გზის პოტენციალი და არც ამ ფორუმის მასშტაბი არ არის მოკრძალებული. ჩვენ განვიხილავთ რეგიონალური თანამშრომლობის საკითხებს სხვადასხვა სექტორში: ტრანსპორტი, ინფრასტრუქტურა, ენერგეტიკა, სასტუმრო ბიზნესი/ტურიზმი და საერთაშორისო ვაჭრობა. ჩვენთვის სასარგებლო იქნება გამოცდილი მოდერატორებისა და სადისკუსიო ჯგუფების მონაწილეთა მოსაზრებები და რეკომენდაციები",- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა სიტყვით გამოსვლისას.

მთავრობის მეთაური დარწმუნებულია, რომ აბრეშუმის გზის გაყოლებაზე მდებარე ქვეყნების თანამშრომლობა ჩინეთიდან ევროპაში სწრაფად და იაფად გადაზიდვების შესაძლებლობას იძლევა.