საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. აუცილებელია ამიერკავკასიის რეგიონში რუსეთის დომინირების აღდგენა, რა დროსაც გათვალისწინებული იქნება სომხეთის, საქართველოსა და აზერ ბაიჯანის ინტერესები. რეგიონი უნდა გამოვიდეს დასავლეთის გავლენის სფეროდან, მიაჩნია საქართველოს სახელმწიფო უშიშროების სამსახურის ექს–შეფ ვალერი ხაბურძანიას.
მრგვალი მაგიდა თემაზე „შესაძლებელია თუ არა სამხედრო ნეიტრალიტეტი საქართველოში?“, რომელშიც ახალი პოლიტიკური პარტიის „ნეიტრალური ევრაზიული საქართველოს“ თავმჯდომარე არჩილ ჭყოიძე და საქართველოს უშიშროების ყოფილი მინისტრი ვალერი ხაბურძანია მონაწილეობდნენ, „რია ნოვოსტის“ თბილისის საერთაშორისო პრესცენტრში 8 ოქტომბერს გაიმართა.დისკუსიაში ასევე მონაწილეობდნენ მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორი პეტრე მამრაძე, ჟურნალისტი ვალერი კვარაცხელია, ტელერადიოკომპანია „მირ"–ის ხელმძღვანელის მრჩეველი, პოლიტოლოგი ბადრი ნაჭყებია, საქართველოს ერთიანი კომუნისტური პარტიის თავმჯდომარე თემურ ფიფია და ასევე ექსპერტები ქვემო ქართლიდან და სამეგრელოდან — ბონდო იაშაღაშვილი და ზაზა არახამია.
„25 წელია მივდევთ უტოპიურ იდეას, რომელსაც ჰქვია ნატო, ჰქვია მაპ–ი და სადაც ჩვენ არავინ გველოდება… ჩვენ მსხვერპლად გავიღეთ ჩვენი სახელმწიფოს ტერიტორიები ნატო-ში სწრაფვისა და მაპ–ის გულისათვის“, — განაცხადა არჩილ ჭყოიძემ.
„იმ შემთხვევაშიც კი, თუ რუსეთთან რამეს დავალაგებთ, თუკი სომხეთი და აზერბაიჯანი არ ჩაერთვებიან ამ სივრცეში და თუკი ჩვენ ისე კომპლექსურად, როგორც ეს ამიერკავკასიის კონფედერაციისას იყო, არ წავალთ ამ მიმართულებით, ეს რეგიონი არ დამშვიდდება. რეგიონი სრულად უნდა გამოვიდეს დასავლეთის გავლენის სფეროდან“, — ხაზი გაუსვა ვალერი ხაბურძანიამ.
მართვის სტრატეგიის ინსტიტუტის დირექტორმა პეტრე მამრაძემ ქვეყნის წინა ხელისუფლება შარლატანობაში დაადანაშაულა.
„მე მსმენია დასავლელი დიპლომატებისგან, რომ განცხადებები საქართველოსთვის მაპ–ის მინიჭებისა და მისი ნატო–ში გაწევრიანების თაობაზე, შარლატანობაა. ასე მაგალითად, გასულ წელს, 13 თვის წინ, 7 სექტემბერს, საერთაშორისო ფორუმზე, სადაც ყველა პარლამენტის თავმჯდომარე იმყოფებოდა, დავით უსუფაშვილმა განაცხადა, თუ უელსის სამიტზე მაპ–ს არ მოგვცემენ, მასობრივი პოლიტიკური დესტაბილიზაცია დაიწყებაო“, — თქვა მამრაძემ.
საქართველომ მაგალითი ომისშემდგომი ფინეთისგან უნდა აიღოს და პასიკივი–კეკონენის ხაზი გაატაროს, რომლის არსიც რუსეთთან კეთილმეზობლური ურთიერთობის შენარჩუნება იქნებოდა, — მიაჩნია ბადრი ნაჭყებიას.
„პასიკივი–კეკონენის გზა — ეს არის გზა, რომელიც, პირველ რიგში, რუსეთთან მეგობრულ ურთიერთობებსა და ყველა სხვა ბლოკზე უარის თქმას ემყარება… პასიკივი–კეკონენის გზა ამ ეტაპზე ჩვენი ერთადერთი ხსნაა. ჩვენ უნდა მივიღოთ ბლოკსგარეშე სტატუსი და რუსეთთან კარგი კი არა, მეგობრული ურთიერთობები დავამყაროთ“, — დაამატა ნაჭყებიამ.
გარდა სამხედრო ნეიტრალიტეტსკენ მოწოდებებისა, ასევე ისმოდა რუსეთისა და საქართველოს დაახლოვების იდეებიც. რუსეთთან ურთიერთობის დარეგულირების საინიციატი ჯგუფის წევრმა, ექსპერტმა ზაზა არახამიამ განაცხადა: „ იმის შემდეგ, რაც რუსეთთან ურთიერთობები გაწყდა, ჩვენი რეგიონი (სამეგრელო, — რედ.) რთულ მდგომარეობაში აღმოჩნდა. ყველაზე ბევრნი სწორედ ჩვენებურები იყვნენ დასაქმებულნი რუსეთში. მთ იქ საქონელი მიჰქონდათ და ასე ინახავდნენ ოჯახებს“.
იგივე აზრი აქვს „ერეკლე მეორის საზოგადოების“ კოორდინატორს, ექსპერტ ბონდო იაშაღაშვილს, რომელიც საქართველოს ხელისუფლებას ხალხისადმი არასათანადო ყურადღებაში ადანაშაულებს.
„ყველა მოითხოვს რუსეთთან ურთიერთობის აღდგენას და ამას ასეთნაირად ხსნიან: რუსეთთან ყოფნისას საქართველო ფეხზე დადგა, ხოლო ევროპამ და ამერიკამ, რომელსაც თქვენ გვიქადაგებთ, ქვეყანა უკან დაწია. 90–იანის შემდეგ, როცა საბჭოთა კავშირი დაიშალა, ერთმა კაცმა მითხრა, სკამის ყიდვის შესაძლებლობაც კი არ მქონდაო“, — თქვა იაშაღაშვილმა.
თემურ ფიფიას მიაჩნია, რომ საქართველოში სამხედრო ნეიტრალიტეტი გამორიცხულია, ვინაიდან არ არსებობს ისეთი ქვეყანა, რომელიც ამ ნეიტრალიტეტის გარანტი იქნებოდა.
„საქართველო ვერ შეძლებს დარჩეს რეგიონის ერთიანი უსაფრთხოების სისტემის სივრცის გარეთ, რომელშიც რუსეთიც მონაწილეობს. ეს იმას ნიშნავს, რომ ნეოტრალიტეტი არარეალურია. ამას გარდა, საქართველოს ინტერესებში შედის რუსეთსი ფედერაციასთან სამხედრო–პოლიტიკური კავშირი“, — განაცხადა ფიფიამ.
თავის მხრივ, ჟურნალისტმა ვალერი კვარაცხელიამ საქართველოს ხელისუფლებას მოუწოდა, გააანალიზოს მსოფლიოში შექმნილი ვითარება და რადიკალურად შეცვალოს მიდგომები. მისი აზრით, საქრათველომ უარი უნდა თქვას აშშ–სა და დასავლეთის მხარდაჭერაზე, ვინაიდან ეს არადემოკრატიულია.