აქტუალური
„საქართველოს შეუძლია, ითამაშოს ძალიან მნიშვნელოვანი როლი, რათა ხელი შეუწყოს რეგიონალურ თანამშრომლობას ევროპასა და აზიას შორის“ - ვენჩაი ჟანგი

Jangi-AQTUAL-1საქართველო, 16 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ აზიის განვითარების ბანკის (ADB) ვიცე-პრეზიდენტმა ვენჩაი ჟანგმა საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა.

პრემიერ-მინისტრმა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტს მადლობა გადაუხადა თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზებაში მხარდაჭერისთვის და აღნიშნა, რომ თბილისს 15-16 ოქტომბერს 30-ზე მეტი ქვეყნის 1000-ზე მეტი წარმომადგენელი, მათ შორის მსოფლიო საინვესტიციო კომპანიების პირველი პირები ეწვევიან, რაც ბიზნესებს შორის კონტაქტების გაღრმავებას და ქვეყნის სამომავლო განვითარებას შეუწყობს ხელს.

ჩვენ მივულოცეთ პრემიერ-მინისტრს თბილისის აბრეშუმის გზის ფორუმის ორგანიზება, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ღონისძიებაა. მოხარული ვართ, რომ ფორუმს ძალიან მაღალი დონის ოფიციალური პირები და მრავალი კომპანიის წარმომადგენლები დაესწრებიან. ეს არის ძალიან კარგი შესაძლებლობა ყველა მონაწილისთვის - საერთაშორისო ორგანიზაციების, კერძო სექტორის, აკადემიური წრეების წარმომადგენლებისა და ოფიციალური პირებისთვის, გააღრმავონ თანამშრომლობა აბრეშუმის გზის ფარგლებში. საქართველო რეალურად არის ევროპისა და აზიის დამაკავშირებელი და ამ ფორუმს დიდ წარმატებას ვუსურვებ. ჩვენ, ჩვენის მხრივ წვლილს შევიტანთ ამ მნიშვნელოვან ღონისძიებაში“, - განაცხადა ADB-ის ვიცე-პრეზიდენტმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ.