საზოგადოება
თბილისის გრიბოედოვის სახელობის სახელმწიფო აკადემიური რუსული დრამატული თეატრი 170 წლისთავს ზეიმობს!

gr-saz-3-mtavariსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. თეატრისა და კინოს ცნობილი რუსი მსახიობები ოლეგ ბასილაშვილი და ალისა ფრეინდლიხი ოქტომბერში კონგრესზე დასასწრებად ჩამოვლენ თბილისში, განაცხადა გრიბოედოვის თეატრის პრეს-სამსახურის ხელმძღვანელმა ნინო წითლანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.

საზღვარგარეთ რუსული თეატრების კონგრესი, რომელიც თბილისში პირველად ჩატარდება, გრიბოედოვის სახელობის თბილისის სახელმწიფო რუსული დრამატული თეატრის იუბილეს დაამთხვიეს.

შემთხვევითი არაა, რომ კონგრესი გრიბოედოვის თეატრის 170 წლის იუბილის დღეებში ტარდება. ეს კავკასიაში უძველესი და საერთოდ, რუსეთის ფარგლებს გარეთ არსებულ რუსულ თეატრთა შორისაც უძველესია. სიმბოლურად გვეჩვენება, რომ  შესაძლოა ჩვენი წამოწყება ბევრ ქვეყანაში რუსული თეატრის აწმყოსა და მომავალზე ახალი შეხედულების ჩამოყალიბების საწყის წერტილად იქცეს“, − თქვა წითლანაძემ.

კონგრესის პროგრამით გათვალისწინებულია რუსული თეატრის პრობლემებისადმი მიძღვნილი მრგვალი მაგიდის, შემოქმედებითი საღამოებისა და ასევე საჯარო ლექციების ჩატარება. ღონისძიებას მსოფლიოს 30 ქვეყნის თეატრალური მოღვაწე დაესწრება.

გრიბოედოვის თეატრის დასი წარმოადგენს ორ სპექტაკლს: „ცხენის ისტორია“ (ლევ ტოლსტოის მოთხრობის მოტივებზე) და გოგოლის „რევიზორს“.

„რევიზორის“ პრემიერა რეჟისორ ტოვსტონოგოვის დაბადებიდან 100 წლისთავს მიეძღვნება. მის იუბილეთან დაკავშირებით გრიბოედოვის თეატრში ასევე გამოიცემა დიდი თეატრალური მოღვაწის ცხოვრებისა და საქმიანობის ამსახველი წიგნი.

gr-saz-3-1 gr-saz-3-2
gr-saz-3-3