აქტუალური
„რთველის შედეგად, ამ დროის მონაცემებით, რეგიონებში 91 მილიონ ლარზე მეტი შევიდა, ხოლო უკვე ჩაბარებულია ყურძნის რეკორდული რაოდენობა - 133 000 ტონაზე მეტი“

rtv-aqtual-3საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ანგარიში რთველის შესახებ პრემიერ-მინისტრს მთავრობის გუშინდელ სხდომაზე სოფლის მეურნეობის მინისტრმა წარუდგინა.
ოთარ დანელიას ინფორმაციით, რთველი კახეთში დასასრულს უახლოვდება და შტაბი რამდენიმე დღეში დაიხურება, ხოლო რაჭაში, სადაც რთველი წარმატებით მიმდინარეობს, უკვე ჩაბარებულია 400 ტონაზე მეტი ყურძენი. ყურძნის საშუალო ფასი რაჭაში 5 ლარია.
მინისტრის ინფორმაციით, წინასწარი მონაცემებით, კახეთის რეგიონში წელს, რთველის შედეგად, 80 მილიონ ლარამდე შევიდა.

პრემიერი ციტრუსის მოსავლითაც დაინტერესდა. ოთარ დანელიას განმარტებით, გასულ წელთან შედარებით, წელს ციტრუსის მოსავალი გაცილებით დიდია და უკვე არსებობს მოთხოვნა რამდენიმე ათეულ ტონა ციტრუსზე დსთ-ს ქვეყნებიდან.

რაც შეეხება ვაშლის მოსავალს შიდა ქართლში, მინისტრის თქმით, სტიქიური წლის მიუხედავად, მოთხოვნა გაზრდილია და ფასი 2 ლარის ფარგლებშია, რაც გასულ წელთან შედარებით მეტია.

გასულ წელთან შედარებით ასევე გაორმაგებულია კონცენტრატის ფასი, რის გამოც სამრეწველო გადამუშავებაზე სახელმწიფო სუბსიდიის აუცილებლობა აღარ არსებობს.