აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონის პირადი შემადგენლობა ავღანეთში სრული შემადგენლობით ჩავიდა

bat-aqtual-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ქვედანაყოფს ბაგრამის საავიაციო ბაზაზე, ავღანეთის ისლამურ რესპუბლიკაში საქართველოს უფროსი სამხედრო წარმომადგენლის მოადგილე, ვიცე-პოლკოვნიკი მალხაზ კალმახელიძე და მთავარი სერჟანტი ალუდა კოპალიანი დახვდნენ.  საქართველოს შეიარაღებული ძალების II ქვეითი ბრიგადის 22-ე ბატალიონი ბაგრამის საავიაციო ბაზაზე როტაციის წესით 43-ე ბატალიონს ჩაანაცვლებს. 22-ე ბატალიონთან ერთად ავღანეთში მტკიცე მხარდაჭერის მისიის შესასრულებლად ეროვნული გვარდიის გაძლიერებული ოცეულიც ჩავიდა.

ქართველი სამხედროები აშშ-ის არმიის სარდლობის დაქვემდებარებაში კოალიციურ ძალებთან ერთად "მტკიცე მხარდაჭერის" სამშვიდობო მისიას 6 თვის მანძილზე შეასრულებენ. ქართული ქვედანაყოფის მთავარი ამოცანა ბაგრამის საავიაციო ბაზის უსაფრთხოების უზრუნველყოფა იქნება.