სამართალი
თავდაცვის სამინისტროს პროფესიული განვითარების ცენტრში მორიგი სემინარი „ჰიბრიდული ომი და მისგან მომდინარე საფრთხე“ მიმდინარეობს - თავდაცვის სამინისტროს უცნაური საქმიანობა, რომლის შესახებაც ორშაბათს საქინფორმი აფრთხილებდა

samart-3-analitსაქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. ტრენინგის მიზანს მონაწილეებისთვის საინფორმაციო ომისა და საინფორმაციო ოპერაციების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ცნობიერების ამაღლება წარმოადგენს.
ორდღიანი სემინარის ფარგლებში, მსმენელები საინფორმაციო ოპერაციების არსისა და მისი შემადგენელი ელემენტების ორგანიზების თავისებურებებს, თანამედროვე მიდგომებისა და ხერხების უპირატესობებს ეცნობიან.
ტრენინგზე თეორიული მასალის გარდა პრაქტიკული მაგალითებიც განიხილეს, რომელიც უკრაინასა და ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე პროცესებს ეხება. საუბარი ასევე შეეხო იმ საფრთხეებსა და შესაძლებლობებს, რომელიც თანამედროვე საინფორმაციო ტექნოლოგიებს უკავშირდება.

პროფესიული განვითარების ცენტრის ორგანიზებულ სემინარს თავდაცვის უწყების წარმომადგენლები უძღვებიან.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ქვეყნის მთავარი თავდაცვის უწყებისთვის უჩვეულო, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს უცნაური საქმიანობა იქცა საქართველოს უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელი ვახტანგ გომელაურისადმი საქინფორმის მთავარი რედაქტორის 2015 წლის 12 ოქტომბრის ღია წერილის ანალიზის საგნად და ლეიტმოტივად.