სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორიამ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებთან შეხვედრა გამართა

aaa-SAMART-2საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის მოადგილე ლევან იზორია საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ევროპის საბჭოსსაპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის წევრებს, საქართველოს საკითხზე თანამომხსენებლებს - ბორის სილევიჩსა და კერსტინ ლუნდგრენს, ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მონიტორინგის კომიტეტის სამდივნოს უფროსის მოადგილეს - ბას კლაინს და ასევე, ევროპის საბჭოს საქართველოსოფისის ხელმძღვანელს - კრისტიან ურსეს შეხვდა.
შეხვედრაზე მხარეებმა განიხილეს საქართველოში სახელმწიფო უსაფრთხოების სფეროში გატარებული რეფორმა და საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება.  ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის წევრების ვიზიტის მიზანს წარმოადგენს საქართველოში არსებული მდგომარეობის მონიტორინგი და სიტუაციური ანალიზი.