სამართალი
მთავარი პროკურატურა: „რუსთავი 2“-ის ეთერით მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი“

samart-1საქართველო, 15 ოქტომბერი, საქინფორმი. მედიაში გავრცელებულ ინფორმაციასთან დაკავშირებით მთავარი პროკურატურა ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: „2015 წლის 12 ოქტომბერს, ტელეკომპანიარუსთავი 2“-ის ეთერით მოსამართლე თამაზ ურთმელიძეზე გავრცელებული ინფორმაცია არის ტყუილი. მოსამართლე თამაზ ურთმელიძე იხილავს სამოქალაქო სამართლებრივ დავას ქიბარ ხალვაშსა და ტელეკომპანიარუსთავის 2“-ის დამფუძნებლებს შორის. ადგილი აქვს მცდელობას, რომ საზოგადოებას აჩვენონ თითქოსდა პროკურატურა ჩართულია ამ პროცესში, მაშინ როდესაც ტელეკომპანიას არცკი უკითხავს საქართველოს პროკურატურისთვის მოსამართლის დედის მდინარა გიორგობიანის მიმართ არსებული გამოძიების მიმდინარეობის შესახებ.

2014 წლის 7 იანვარს, . თბილისში, ურთიერთშელაპარაკების შედეგად, მდინარა გიორგობიანმა სიძეს - ვალერიან სილაქაძეს ნაჯახის დარტყმით მარცხენა ხელზე ჭრილობა მიაყენა.

მდინარა გიორგობიანის ქმედების დაკვალიფიცირება მოხდა 118- მუხლის პირველი ნაწილით და არა მკვლელობის მცდელობით, რომლის დახატვასაც ცდილობსრუსთავი 2“.

2015 წლის 24 სექტემბერს, ვალერიან სილაქაძე ცნობილი იქნა დაზარალებულად, ხოლო 12 ოქტომბერს მდინარა გიორგობიანი მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში.

ვინაიდან მდინარა გიორგობიანი ბრალდებულია ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, პროკურატურამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ ბრალდებულის მიმართ არ იქნეს გამოყენებული არც ერთი სახის აღკვეთის ღონისძიება, გადაწყვეტილების მიღებისას პროკურატურამ  ასევე გაითვალისწინა ბრალდებულის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა და ის ფაქტი, რომ ბრალდებული არ არის წარსულში ნასამართლევი“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.