რედაქტორისგან
ორი "დაუნი ვი დიკტეიტე", ანუ ქართული ისტორიის ანალები - არნო ხიდირბეგიშვილი

polit-1-redaq-1საქართველოში მიღებულია პოლიტიკოსების ორ ნაწილად გაყოფა -  პრორუსულებად და პროამერიკელებად, რაც არასწორია. არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ხალხი ხალხად (people) მიაჩნიათ, და არიან პოლიტიკოსები, რომლებსაც ხალხი მიაჩნიათ ბრბოდ (plebs).

„კურიერის“ საინფორმაციო ტელეეთერში პატარა ლეიბორისტი გუგავა მკერდით გადაეფარა სააკაშვილის ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს, უწოდა მას დამოუკიდებელი და დაემუქრა ივანიშვილი-ღარიბაშვილს, რომლებიც თითქოსდა მის დახურვას ცდილობენ. რით შევა საქართველოს ისტორიის ანალებში ნაცანალების დამცველი გუგავა? იმით, რომ მისი გვარი კუკავას გვარისგან ერთი დიდი ასო „გ“-თი განსხვავდება...

სამაგიეროდ, დიდი ლეიბორისტი ანალებში შევა როგორც „დაუნ ვი დიქტეიტე“ - სწორედ ასე მოუწოდებდა ნათელაშვილი დიქტატორი სააკაშვილის დამხობისკენ 2011 წლის ნოემბერში თეთრი სახლის წინ. თუმცა საქართველოში ყველამ დიდი ხნის წინ იცოდა, რომ ის მიშას მარიონეტი და ნაცანალების ჯიბის ოპოზიცია იყო. თვალსაჩინო ლეიბორისტები ამაში დიდი დაგვიანებით დარწმუნდნენ და ერთად დატოვეს ლეიბორისტული პარტია, რის შემდეგაც იგი ორი ლეიბის - ნათელაშვილისა და გუგავას - პარტიად იქცა, რომლებიც ნაცანალებს აფარიათ.

მძაფრი სიუჟეტის - „გუგავა მოდის რუსთავი 2-ის გადასარჩენად“ კვალდაკვალ ტელემაყურებლებმა შეიტყვეს კარალევა მარგოს - უმაღლესი მთავარსარდელის, როგორც საქართველოს ამჟამინდელ პრეზიდენტს პოეტმა რეზო ამაშუკელმა უწოდა, ახალი ისტერიკის შესახებ. ამჯერად მარგველაშვილმა განგაშის ზარებს შემოჰკრა „გაზპრომული საფრთხის გამო, რომელიც ქართულ ენერგოუსაფრთხოებას ემუქრება“... და კვლავ ვიხსენებ საქართველოს ისტორიის ანალებს - რა სახელით შევა იქ მარგველაშვილი? პლასტილინისად, როგორც საკუთარ თავს თვითონ უწოდებდა პლასტიური ხასიათის გამო - მანამ, სანამ ივანიშვილმა ის პრეზიდენტად დანიშნა? თუ როგორც ვერიტას პლასტილინოვიჩი, როგორც მე მას ვუწოდე? სანამ პრეზიდენტი გახდებოდა, მარგველაშვილი ხომ წინდებს ქსოვდა დუშეთის ბაზრობაზე გასაყიდად, ხოლო როცა პრეზიდენტი გახდა, ინტრიგების ხლართვა დაიწყო თბილისის პოლიტიკურ ბაზარზე...

თუ ნათელაშვილის საბოლოო ლუსტრაციამდე  9 წელი დასჭირდა, დუშეთელი ალტრუისტი მარგველაშვილი ნაცანალების უბოდიშო ფანატი გახდა ინაუგურაციის მეორე დღესვე! დაეუფლა სააკაშვილის ავლაბრის რეზიდენციას, რომელსაც ხალხში მიშას გარყვნილების სასახლეს უწოდებენ და რომლის შენახვაც სახელმწიფო ბიუჯეტს ათობით მილიონი უჯდება; არ ხსნიდა გრიფს „სრულიად საიდუმლოდ“ სააკაშვილის დროინდელ საპრეზიდენტო ფონდის დოკუმენტაციას, რითაც დაბრკოლებებს უქმნიდა გამოძიებასა და პროკურატურის მიერ სისხლის სამართლის საქმეების აღძვრას თავისი წინამორბედის წინააღმდეგ; ვეტოს ადებდა პარლამენტის ყველა კანონპროექტს, და ამით ქვეყნის მთავარი საკანონმდებლო ორგანოს საქმიანობის საბოტირებას ახდენდა; ისტერიკებს აწყობდა პრემიერი ღარიბაშვილის ყველა საზღვარგარეთული ვიზიტისა და გამოსვლის გამო და თვითნებურად ახდენდა მათ დუბლირებას პარალელურ რეჟიმში გადასახადების გადამხდელთა, ანუ ხალხის ხარჯზე! უცხოეთში კი საქართველოს დისკრედიტაციას ახდენდა: ტყუილუბრალოდ როდი ადარებენ მის ბოდვით სპიჩებს დუშელი ქათმების კრიახს, ვინაიდან არავის ამ ქვეყნად (თავადაც კი!) არ შეუძლია მათი აზრის გაგება, დამახსოვრება ან გამეორება...

დღეს მარგველაშვილი, ნათელაშვილის მსგავსად, იცავს ნაცანალებსა და „რუსთავი 2“-ს, ამიტომ  საქართველოს ისტორიის ანალებში იგი შევა როგორც „დაუნ ვი დიქტეიტე 2“.

P. S. ვუთხარი, ხალხი ვერ გაგიგებს-მეთქი, მან კი მიპასუხა - მკიდიაო!“ - გაოცებით იხსენებს ივანიშვილი ინაუგურაციის მეორე დღესვე დიამეტრულად შეცვლილ პრეზიდენტ მარგველაშვილს... მარგველაშვილს, ნათელაშვილსა და მათნაირებს ხომ ქართველი ხალხი უტვინო ბრბო ჰგონიათ, მეხსიერების გარეშე, რომლის გაბრიყვებაც უსასრულოდ შეიძლება! თუმცა სწორედ ასეთი პოლიტტიკინები არიან plebs, ანუ ნამდვილი პლებეები...

საქინფორმის მთავარი რედაქტორი
არნო ხიდირბეგიშვილი
2015 წლის 13 ოქტომბერი
საქართველო, თბილისი

pol-1-1 pol-1-2
pol-1-3 pol-1-4