უცხოეთი
ეჭვმიტანილები ასლან ბაისულთანოვი, მაჰმუდ მეჯიდოვი და ელმან აშაევი ეფ-ეს-ბეს თანამშრომლებმა სასამართლოში მიიყვანეს.
სასამართლოს წინაშე პირველი წარდგა ბაისულთანოვი, რომელსაც ეფ-ეს-ბეს დირექტორმა ალექსანდრე ბორტნიკოვმა არშემდგარი ტერაქტის ორგანიზატორი უწოდა. „ტერაქტი იგეგემებოდა ვითარების დესტაბილიზაციასა დასირიაში არმიის გამოყენების შესაწყვეტად „ისლამური სახელმწიფოს“ წინააღმდეგ“, - განაცხადა გამოძიების წარმომადგენელმა. პროკურორს ეჭვმიტანილის დაპატიმრების საწინააღმდეგო არაფერი ჰქონდა, რადგან ბაისულთანოვი დაკავების მომენტში უკვე იმყოფებოდა ძებნაში სხვა დანაშაულის ჩადენისთვის. იგი 12 დეკემბრამდე დააპატიმრეს.
ამავე ვადით დააპატიმრეს ყახაზი ელმან აშაევი, აგრეთვე, მეჯიდოვი.