პოლიტიკა
„ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა უძრავი ქონების შესყიდვა, სინამდვილეს არ შეესაბამება“

1-info-POLIT-3-ANALITსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. სამოქალაქო საზოგადოების ფეისბუქ-გვერდზე - Bidzina Ivanishvili & Media ვრცელდება განცხადება, სადაც, კერძოდ, ნათქვამია: ამ დღეებში ზოგიერთი მედიასაშუალების მიერ, აფხაზურ წყაროებზე დაყრდნობით, გავრცელდა ინფორმაცია იმის თაობაზე, თითქოს ბატონ ბიძინა ივანიშვილს განზრახული აქვს აფხაზეთის ტერიტორიაზე მიწისა და სხვა სახის უძრავი ქონების შესყიდვა და ამისათვის მან სპეციალური ფონდიც კი შექმნა.

ამასთან დაკავშირებით საჭიროდ მიგვაჩნია ოფიციალურად განვაცხადოთ, რომ ეს ინფორმაცია არ შეესაბამება სინამდვილეს და, შესაბამისად, ასეთი ფონდიც არ არსებობს“, - ნათქვამია აღნიშნულ განცხადებაში.