პოლიტიკა
„არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი! ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს!“ - ვის გულისხმობდა პრემიერი ღარიბაშვილი?

1-absurd-POLIT-2-ANALITსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი.  ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჟურნალისტებს ბაქოში ვიზიტის თემის კომენტირებისას განუცხადა.
ჩვენ გვაქვს და მომავალშიც გვექნება ძალიან მჭიდრო მეგობრული და სტრატეგიული ურთიერთობა აზერბაიჯანთან. როგორ შეიძლება, რომელიმე პოლიტიკოსმა იფიქროს აზერბაიჯანთან პოლიტიკის გადახედვაზე, ეს არის სრული აბსურდი. მე გაკვირვებული ვარ, ასეთ აბსურდულ თემებს როგორ იგონებენ ჩვენი ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები, ეს მათი პასუხისმგებლობის თემაა, მაგრამ ჩვენ აზერბაიჯანთან გვაქვს ძალიან მჭიდრო სტრატეგიული ხასიათის ურთიერთობა და მეგობრობა. არავითარ დივერსიფიკაციაზე, აზერბაიჯანის გაზის ჩანაცვლებაზე საუბარი არ მიდის, ეს არის სრული აბსურდი, ეს არ შეესაბამება სიმართლეს. გთხოვთ, ნუ შეჰყავთ მოსახლეობა შეცდომაში უპასუხისმგებლო პოლიტიკოსებს", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. პრემიერმა ასევე აღნიშნა, რომ პრეზიდენტ ალიევთან შეხვედრაზე საუბარი შეეხო აზერბაიჯანის პრეზიდენტის ვიზიტს საქართველოში. 
ასე, რომ ყველაფერი არის ძალიან კარგად და მე გთხოვთ ყველას, უფრო მეტი პასუხისმგებლობა გამოვიჩინოთ მაშინ, როდესაც ჩვენს საზოგადოებას, ჩვენს ხალხს ვესაუბრებით", - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

საქინფორმის მკითხველს შევახსენებთ, რომ ორი დღით ადრე ენერგეტიკის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა კახა კალაძემ განაცხადა, რომ კონტრაქტი გაზპრომთან საქართველოში მიწოდებული გაზის მოცულობის გაზრდაზე გამოწვეულია გაზის იმპორტის „წყაროების დივერსიფიკაციის“ განზრახვით, ალტერნატიული მიმწოდებლების რიცხვის გაზრდის გზით.