სამართალი
„იქნებ მოსამართლეს ვაცალოთ, მშვიდად მიუდგეს „რუსთავი 2“-ის საქმეს" - თეა წულუკიანი

1-culuka-SAMART-3საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. იუსტიციის მინისტრი თეა წულუკიანი ადასტურებს, რომ „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლის, თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ საქმესთან დაკავშირებით მას ინფორმაცია აქვს.

„რუსთავი 2-ის საქმეზე კარგი იქნება, თუ სასამართლო მალე დაასრულებს განხილვას, რომ თქვენ ჟურნალისტებს მშვიდ გარემოში მუშაობის შესაძლებლობა მოგეცეთ. ახლა კი მეორე სურვილი გამიჩნდა, გუშინდელი სიჟეტის შემდეგ, რომ იქნებ მოსამართლეს მისი ოჯახური საკითხების ასეთი მეთოდით გამორკვევის გარეშე ვაცალოთ მშვიდად მიდგეს ამ ასაქმეს. ეს საქმე არ არის რიგითი საქმე და ყველა მოსამრთლეს, პირველ რიგში, ამ მოსამართლეს მივცეთ, ოჯახური საკითხების საჯაროდ გამორკვევის გარეშე, საქმის მშვიდ გარემოში განხილვის საშუალება", - განაცხადა იუსტიციის მინისტრმა.