საზოგადოება
„არ ვიცი, ამ სიტუაციაში, ამ მიმართულებით, ამაზე უკეთესი რა შეიძლება გაკეთდეს საქართველოში“ - გია დვალი

1-dvali-SAZOG-2-ANALITსაქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. ცნობილი ფიზიკოსი გია დვალი საქართველოში ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის პროექტს დადებითად აფასებს.
ეს პროექტი იქნება ძალიან რთული, მაგრამ იქნება საინტერესო და პოზიტიური. იდეა არის, რომ ეს იყოს საერთაშორისო სტანდარტის პროექტი. ეს არის კვლევის მიმართულება. 100%-იანი წამალი არსაიდან არ არსებობს, მაგრამ იდეა ამის იყო ის, რომ ეს განხილული უნდა იქნას სამეცნიერო-საგანმანათლებლო კვლევის ჭრილში, რომელსაც თუ განხორციელდა აქვს უზარმაზარი სამედიცინო ღირებულება და ეს უნდა გამოიყენონ ამ სფეროს სპეციალისტებმა. თუ ამ პროექტის მიმართულებით დავიწყებთ სერიოზული ნაბიჯების გადადგმას, ეს არის ავტომატური ინტეგრაცია საერთაშორისო ქსელებში“, - განაცხადა, კერძოდ, გია დვალმა.

ცნობისთვის: 9 ოქტომბერს ცნობილი გახდა, რომ მთავრობა და ფონდი „ქართუ“, ტექნოლოგიური ინსტიტუტისა და თანამედროვე ტექნოლოგიების განვითარების სამეცნიერო-საგანმანათლებლო ცენტრის დაფუძნების სფეროში, მსოფლიო დონის სამეცნიერო ინსტიტუტებთან ითანამშრომლებს.