პოლიტიკა
პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა კონფლიქტურ ტერიტორიებზე მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით არსებულ სამუშაო ჯგუფთან მორიგი შეხვედრა გამართა

1-gruppa-POLIT-1საქართველო, 14 ოქტომბერი, საქინფორმი. საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ მდგომარეობას. სამუშაო ჯგუფის წევრებმა ჟენევის მოლაპარაკებების მორიგი რაუნდის შესახებ ანგარიში მოისმინეს.
აგრეთვე, საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა სახელმწიფო რწმუნებულებთან მორიგი სამუშაო შეხვედრა გამართა.შეხვედრაზე განიხილეს რეგიონებში არსებული მდგომარეობა და მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტები. მთავრობის მეთაური კახეთში ჩატარებული რთველის შედეგებით დაინტერესდა და ასევე მოისმინა ინფორმაცია რაჭაში მიმდინარე რთველზე.

საუბარი შეეხო რეგიონებში ზამთრის სეზონისთვის მზადების პროცესს. გუბერნატორებთან გამართულ შეხვედრას მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებსა და ადგილობრივ თვითმმართველ ორგანოებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი გიორგი ამაშუკელი დაესწრო.