პუბლიკაციები
„ყაზტრანსგაზ-თბილისის ხელმძღვანელობის შეცვლის თაობაზე ყაზახეთთან მოლაპარაკებებისათვის საქართველო მზადაა

1-kazax-zar-2-anსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს მთავრობამ, ყაზახეთის მიერ გაცხადებული განზრახვის შემდეგ, მოითხოვოს საქართველოსგან 130 მლნ დოლარის ოდენობის გაზის ინვესტიციებისა და ედუარდ შევარდნაძის დროინდელი, 27,5 მლნ დოლარის ოდენობის ძველი დავალიანების დაბრუნება, შეცვალა თავისი დამოკიდებულება შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ხელმძღვანელობის საკითხის თაობაზე. შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ კომპანიაში ხელმძღვანელობის შეცვლის თაობაზე მოლაპარაკებების დაწყების მზაობის შესახებ საქართველოს ენერგეტიკის მინისტრმა კახა კალაძემ განაცხადა.

მანამდე, 5 ოქტომბერს, ყაზტრანსგაზმა საარბიტრაჟო წერილი გააგზავნა წინადადებით, გაიმართოს მოლაპარაკებები შპს „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ გარშემო საინვესტიციო დავის თაობაზე იურიდიული კომპანია Baker&McKenzie-ს მეშვეობით.