სამართალი
თამაზ მეჭიაური: „ნაციონალურმა მოძრაობამ მიიღო გაცილებით მეტი მანდატები, ვიდრე მისი მიღებული ხმები იყო“(ვიდეო)

1-mecc-SAMART-3-ANALITსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატ თამაზ მეჭიაურს მიაჩნია, რომ მათი ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი თვის შემდეგ ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები უნდა დანიშნულიყო (ვიდეო იხ. აქ), ვინაიდან პოლიტიკური შემადგენლობა არ შეესაბამებოდა ამომრჩევლის მიერ გაკეთებულ არჩევანს.

თავიდანვე უნდა ჩატარებულიყო ვადამდელი არჩევნები, ჩვენი ხელისუფლებაში მოსვლიდან ექვსი თვის გასვლის შემდეგაც კი, იმდენად, რამდენადაც ეს პოლიტიკური სპექტრი, რომელიც წარმოდგენილია პარლამენტში აბსოლუტურად არ ასახავდა იმ ძალთა თანაფარდობას, რომელიც არსებობდა რეალურად.

კერძოდ, ნაციონალურმა მოაძრაობამ მიიღო გაცილებით მეტი მანდატები, ვიდრე მისი მიღებული ხმები იყო, უბრალოდ, იმ პერიოდში ეტყობა დღევანდელმა მმართველმა ძალამ, შეიძლება საერთაშორისო ორგანიზაციების აზრის გათვალისწინებით არ ჩათვალა საჭიროდ უფრო სირღმეში ჩასვლა და ამჯობინა მშვიდობიანი გზით ხელისუფლების გადაბარება, მხოლოდ ისე, რომ ნაციონალურ მოძრაობას დაუტოვეს საკმაოდ დიდი, ასე ვთქვათ წარმომადგენლობა მაშინდელ თუ ახლანდელ პარლმენტში“, – განაცხადა მეჭიაურმა “რეპორტიორი”-ს პრესკლუბში.