სამართალი
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტის 252 ახალწვეულმა სამხედრო ფიცი დადო

1-axrana-SAMART-2საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. ღონისძიებას შს მინისტრის მოადგილე, პოლკოვნიკი თეიმურაზ მღებრიშვილი და სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრუქტურული დანაყოფების ხელმძღვანელი პირები დაესწრნენ.
შსს-ს სპეციალური და საგანგებო ღონისძიებების ცენტრის სტრატეგიული ობიექტების დაცვის დეპარტამენტში ჯარისკაცები ერთწლიან სავალდებულო სამხედრო სამსახურს გაივლიან. შესაბამისი წვრთნების შედეგად სამხედრო საქმიანობას შეისწავლიან და პროფესიულ უნარ-ჩვევებს შეიძენენ.

ასევე, სხვადასხვა სპორტულ ღონისძიებაში მიიღებენ მონაწილეობას, უზრუნველყოფილი იქნებიან უფასო სამედიცინო მომსახურებითა და კვებით. სამხედრო სავალდებულო სამსახურის დასრულების შემდეგ, წარჩინებული ვადიანი სამხედრო მოსამსახურეები, შესაბამისი კონკურსის გავლის შემთხვევაში, სამინისტროს სხვადასხვა დანაყოფში დასაქმდებიან.