პუბლიკაციები
მაჰირ მამედოვი: „გაზპრომის ქართულ ბაზარზე გაძლიერება სოკარის საქმიანობაზე დიდ გავლენას არ მოახდენს“

1-mamedov-AQTUAL-2-ANALITსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. აზერბაიჯანის სახელმწიფო კომპანია სოკარი მზად არის ქართულ ბაზარზე რუსულ გაზპრომს კონკურენცია გაუწიოს. ამის შესახებ კომპანიის ხელმძღვანელმა მაჰირ მამედოვმა აზერბაიჯანულ სააგენტო ტრენდს განუცხადა.

"რუსული გაზის საქართველოსთვის მიწოდება კონკურენციის დონეს გაზრდის. თუ საქართველო რუსული გაზის მოცულობის გაზრდის გადაწყვეტილებას მიიღებს, ჩვენ ახალ პირობებს შევეწყობით და განვითარებას გავაგრძელებთ. ზოგადად, კონკურენციისთვის მზად ვართ. გაზპრომის ქართულ ბაზარზე გაძლიერება სოკარის საქმიანობაზე დიდ გავლენას არ მოახდენ.

საქართველოს ტერიტორიის გავლით გაზის ტრანზიტი აქამდეც ხორციელდებოდა და ამას არანაირი გავლენა არ მოუხდენია. რაც შეეხება გაზის მიწოდებას საქართველოსთვის, სოციალური მომხმარებლისთვის გაზის მისაწოდებლად კონტრაქტი გარკვეული ვადით გვაქვს გაფორმებული. კომერციული მომხმარებლისთვის კი, მოკლევადიანი - სამ და ექვსთვიანი შეთანხმებების სისტემას ვიყენებთ", - ნათქვამია წერილში.

გაზპრომთან ქართული მხარე შეხვედრებს კვლავ გააგრძელებს. ეს განცხადება ვიცე პრემიერმა გააკეთა. კახა კალაძის თქმით, საუბარი მხოლოდ კომერციულ გაზს ეხება და სოკარის მხირდან კონკურენციაზე საუბარი უადგილოა.

"აზერბაიჯანი ჩვენი პარტნიორი ქვეყანაა. აქ საუბარია მხოლოდ კომერციულ გაზზე. კომერციული ბაზარი არის დერეგულირებული და ნებისმიერ კომპანიას შეუძლია წავიდეს და შემოიტანოს ბუნებრივი აირი მისთვის ხელსაყრელ ფასად", - განმარტა კახა კალაძემ.