პუბლიკაციები
გამოკითხულთა 71%-ის აზრით, პარლამენტი უნდა იყოს თბილისში - NDI

1-NDI-SAZOG-1-2-3-ANALITსაქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. NDI-ის მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა მხოლოდ 20% მიიჩნევს, რომ პარლამენტი უნდა მდებარეობდეს ქუთაისში; 71%-ისთვის საკანონმდებლო ორგანოს ადგილი არის თბილისი; 1% აცხადებს, რომ სადმე სხვაგან, ხოლო გამოკითხულთა 8%-მა არ იცის, თუ სად უნდა მდებარეობდეს საქართველოს პარლამენტი.

კვლევის თანახმად, თბილისში გამოკითხულთა 68% არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ თვითმმართველობის არჩევნების შედეგად არჩეულ თანამდებობის პირებს ქალაქი თუ სოფელი სწორი მიმართულებით მიჰყავთ. ამ მოსაზრებას არ ეთანხმება ბათუმელთა 55%, ქუთაისელთა 72%, გორელების 53%, ზუგდიდელთა 37%. ამ მოსაზრებას არ იზიარებს ასევე გამოკითხული თელაველების 44% და გურჯაანელების 55%.

რა მოსაზრება აქვთ ვერეს ხეობის ქვემო ნაწილის მომავლის შესახებ, აღნიშნული კითხვა NDI-მ გამოკითხვის ფარგლებში თბილისელებს დაუსვა. გამოკითხულთა 57% ემხრობა მოსაზრებას, რომ უნდა აიკრძალოს ყველანაირი მშენებლობა და გაშენდეს რეკრიაციული პარკი, 17% ამ მოსაზრებას ეწინააღმდეგება, 22%- კი ჯერ არ აქვს ჩამოყალიბებული პოზიცია. რაც შეეხება იმ მოსაზრებას, რომ ვერეს ხეობის ქვედა ნაწილში უნდა აშენდეს დიდი საცხოვრებელი და საქმიანი კომპლექსი, ამ იდეას იზიარებს მხოლოდ გამოკითხულთა 6%. 72% წინააღმდეგია, 17%- კი მოსაზრება არ აქვს.

NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 8 აგვისტო-10 სექტემბრის პერიოდში ჩატარდა. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 4,448 ადამიანი.