პუბლიკაციები
ანაკლიის პორტის პროექტით ჩინეთის უმსხვილესი სახელმწიფო კომპანია POWERCHINA დაინტერესდა

1-anaklia-POLIT-2საქართველო, 13 ოქტომბერი, საქინფორმი. კომპანიის ვიცე-პრეზიდენტ იაო ციანგს, აშშ-ევროპის გენერალურ მენეჯერს იე ჰაოლინგს და საზღვარგარეთის ბიზნესგაერთიანების პრეზიდენტ დინ ჭენგუოს საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინ მთავრობის ადმინისტრაციაში უმასპინძლა. საუბარი ასევე შეეხო ორმხრივი ეკონომიკური ურთიერთობების განვითარებას, საქართველოს მზარდ საექსპორტო პოტენციალსა და ქვეყანაში არსებულ თავისუფალ და გამჭვირვალე ბიზნესგარემოს. შეხვედრას საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და ეკონომიკური საბჭოს მდივანი გიორგი გახარია დაესწრნენ.

POWERCHINA უმსხვილესი სახელმწიფო კომპანიაა, რომელიც, უზრუნველყოფს ყველა სახის მომსახურებას, დაგეგმვის, შესწავლის, პროექტირების, კონსულტაციის, მშენებლობის, ჰიდროენერგეტიკის, ახალი ენერგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. 2015 წლის ივნისის მონაცემებით, POWERCHINA 70,4 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების ქონებას ფლობს და დასაქმებული ჰყავს 200 000 ადამიანი. 2014 წელს კომპანიის შემოსავალმა 42,4 მილიარდი აშშ დოლარი შეადგინა. 2015 წელს POWERCHINA-მ მსოფლიოს 110 ქვეყანაში 1 565 მსხვილი პროექტი განახორციელა. ENR-ის რეიტინგში - Top 150 Global Design Firms, POWERCHINA მესამე ადგილზეა.