პოლიტიკა
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი დეიმონ ვილსონის მადლობის წერილი მიიღო

1-deimon-polit-2საქართველო, 12 ოქტომბერი, საქინფორმი. ატლანტიკური საბჭოს აღმასრულებელი ვიცე-პრეზიდენტი საქართველოს მთავრობის მეთაურს ნიუ-იორკში ატლანტიკური საბჭოს მიერ გამართულ მიღებაზე დასწრებისთვის მადლობას უხდის და ვაშინგტონში, მაღალი რანგის სტრატეგიულ განხილვებსა და საჯარო ღონისძიებებში მონაწილეობის მისაღებად იწვევს, რომლებშიც ტრანსატლანტიკური საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი თანამდებობის პირები მონაწილეობენ.

„მოხარული ვარ, რომ თქვენ შემოგვიერთდებით ნოემბერში დაგეგმილ ენერგეტიკისა და ეკონომიკის სამიტზე სტამბოლში. საქართველოს სჭირდება ძლიერი და მიზანმიმართული ხელმძღვანელობა, რომელიც წარმართავს ევროკავშირსა და ნატოსთან ინტეგრირებული, თანამედროვე, ევროპული სახელმწიფოს მშენებლობისკენ გამიზნულ ძალისხმევას. თქვენი წარმატებული რეფორმები და საქართველოს დემოკრატიული ინსტიტუტების, საბაზრო ეკონომიკისა და კანონის უზენაესობის კონსოლიდაცია ნათლად წარმოაჩენს რეგიონში არსებულ პერსპექტივებს. იმედის თვალით შევყურებთ თქვენთან შეხვედრასა და საქართველოს მთავრობასთან თანამშრომლობის გაგრძელებას“, - ნათქვამია დეიმონ ვილსონის წერილში.