პუბლიკაციები
ელიზბარ ჯაველიძე - ფიქრები ლაშა ნადარეიშვილის პოეზიაზე

1-lasha-analit-GEOსიტყვა დაედო საფუძვლად კოსმიურ განსხეულებას, ღვთიურმა სიტყვამ შექმნა ციური ასტრალური სამყარო, მიწა და მიწის ბინადარნი... ბნელისგან იშვა ნათელი და დაბადა ცნობიერი ადამიანი, ხატი უფლისა, მიკრო და მაკროკოსმოსი... სიტყვაა დვრიტა ადამიანის ადამიანად ქცევისა, მისი სულიერი ტაძრის აგების საფუძველი. ამ ტაძრის მსახურნი კი ქურუმები ბრძანდებიან, ყველა ჩვენგანში აზრის ნაპერწკალს რომ აჩენენ და მერე გონებასაც გვინათებენ... მეტიც, მისი მადლი და ძალი უფრორე ფასეული და მადლმოსხმულიც არის: ის არის ერის შენობის საძირკველი და საყრდენი კედლების შემდუღაბებელი. ამიტომაც შემთხვევითი არ არის, რომ ჩვენი თავისთავადობის შინაური თუ გარეული მტრები, უპირველეს ყოვლისა, ენას ესხმოდნენ და ესხმიან დღესაც თავს. საწუხარია, მაგრამ ფაქტია, რომ ამ შემთხვევაში შინაური მტრები უფრო საშიშნი და ვერაგნი არიან, ვიდრე გადამთიელნი და გარმიანელნი!..

ამიტომაც უპირველესი ვალია მამულიშვილისა, დაიცვას იგი ამ ბოლო დროს მომრავლებულ მტერთაგან. იმ ერისკაცთა შორის, ვინც ეროვნულობის ციხესიმაგრის კარიბჭესთან დგას, ერთ-ერთ თავდადებულ მებრძოლად ლაშა ნადარეიშვილი მეგულება, რომელიც აგერ უკვე რამდენი ათეული წელია, ეროვნული სულით აღვსილი გაზეთით „ასავალ-დასავალით“ ელოლიავება ქართულ სიტყვას და პრინციპულობითა და შეუვალობით იცავს ჩვენი ერის ვინაობას და თვითობას ბოლო დროს ჭაობიდან ამობობღებული ჭიაღუებისგან, თავი რომ მსოფლიოს ცაზე მფრინავ შევარდნებად წარმოუდგენიათ.

ამჯერად სწორედ ამ თვალთახედვით გვინდა ორიოდე სიტყვა მოგახსენოთ ლაშა ნადა