თსუ-ს მსოფლიო ბანკის რეგიონული დეპარტამენტის დირექტორი ესტუმრა
ასად ალამმა სტუდენტებისთვის სემინარი გამართა. საუბარი შეეხო გლობალური ფინანსური კრიზისის შედეგებს სამხრეთ კავკასიაში. ალამმა სტუდენტებს ის ინიციატივები და სიახლეები გააცნო, რაც ქვეყნის ეკონომიკური ზრდისთვის ხორციელდება.
ასად ალამი ნიუ იორკის უნივერსიტეტის ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორია. მსოფლიო ბანკის რეგიონალური დეპარტამენტის თავმჯდომარე სხვადასხვა დროს აზიაში, ლათინოამერიკულ ქვეყნებში, აფრიკასა და ევროპაში მუშაობდა. 2009 წლიდან კი ის საქართველოში, სომხეთსა და აზერბაიჯანში მსოფლიო ბანკის სამხრეთ კავკასიის რეგიონულ დირექტორად დაინიშნა.