პუბლიკაციები
აფხაზური მედია აფხაზეთში ქონების შეძენასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის ინტერესზე ალაპარაკდა

1-abxaz-zar-1-anსაქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. აფხაზეთის ექსპრემიერ-მინისტრი სერგეი შამბას განცხადებით, თუ კიდევაც არსებობს საქართველოს ექსპრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ ინიცირებული  უძრავი ქონების შესყიდვის პროგრამა აფხაზეთში, ის არარეალურია. ამის შესახებ მან sukhum-moscow.ru-თან ინტერვიუში განაცხადა, საქართველოს ყოფილი პრემიერ-მინისტრი ბიძინა ივანიშვილის მიერ აფხაზეთში უძრავი ქონების მასობრივად შესყიდვის ფონდის შექმნის შესახებ მეცნიერთა განცხადებების კომენტირებისას.

ვერ გამოვრიცხავ იმას, რომ ვინმე როდისმე მოახდენს ასეთი აქციის ორგანიზებას საცხოვრებელი ფართების შეძენაზე. თუმცა არ მესმის როგორ იყიდის ვიღაც ქართველი უძრავ ქონებას აფხაზეთში. რას უზამს მას შემდგომში? ჩამოვა და დაისვენებს აქ ტუ იცხოვრებს? ეს არარეალური პროგრამაა, თუკი ის ნამდვილად არსებობს. შეიარაღებულმა ქართველებმა ვერ შეძლეს აქ დამკვიდრება და უიარაღოდ როგორ ჩამოვლენ აქ საცხოვრებლად?!“ - განაცხადა შამბამ.