სამართალი
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციულმა სააგენტომ დიდი ოდენობით ქრთამის - 20 000 ლარის აღების ფაქტზე სახელმწიფო ჩინოვნიკი დააკავა

1-antik-samart-2საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და ქრთამის აღების ფაქტზე, ქობულეთის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელი სოფელ მუხაესტატეში გია გოგიტიძე დააკავეს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ გია გოგიტიძემ თურქეთის მოქალაქისაგან თხილის გადასამუშავებელი საამქროსათვის ფართის გამოყოფაში დახმარების სანაცვლოდ ქრთამის სახით 20 000 ლარი მოითხოვა. გამგებლის წარმომადგენელმა წინასწარ აიღო ქრთამის სახით მოთხოვნილი თანხის ნაწილი 4000 ლარი, რა დროსაც იგი ბრალდებულის სახით დააკავეს. გამოძიება დიდი ოდენობით ქრთამის მოთხოვნისა და ქრთამის აღების ფაქტზე მიმდინარეობს გამოძიებას აწარმოებს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო.