პუბლიკაციები
როგორც თინათინ ხიდაშელმა აღნიშნა, დეკემბრის მინისტერიალი მაღალი ალბათობით გაფართოებისკენ გადადგმული ნაბიჯი იქნება: „ის ფაქტი, რომ ასეთი ინტენსიურია ჩვენი კომუნიკაცია ნატოს გენერალურ მდივანთან, ნატოს შტაბ-ბინაში, ადამიანებთან, რომლებიც მუშაობენ საქართველოზე, თავისთავად ძალიან იმედის მომცემია. ეს იმას ნიშნავს, რომ ამ შენობაში ინტენსიური საუბრები მიმდინარეობს საქართველოზე. ნატო კიდევ ერთხელ დაადასტურებს, რომ ღია კარის პოლიტიკა, რომელიც გამოცხადებულია, ღია კარის პოლიტიკაა და იმ კარში შედიან სახელმწიფოები. ძალიან დიდი იმედი მაქვს, რომ ეს ნამდვილად მოხდება, რაც ძალიან დიდ ოპტიმიზმს აძლევს საქართველოს. შემდეგი ეტაპი ნატოსთან ურთიერთობის ამ ნაბიჯით პრაქტიკულად გარანტირებული იქნება“.
იენს სტოლტენბერგმა საქართველოს თავდაცვისა და საგარეო საქმეთა მინისტრებს ნატოს ეგიდით ავღანეთში მიმდინარე საერთაშორისო მისიაში ქართული სამხედრო კონტინგენტის მიერ შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადა.