აქტუალური
შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივ წარმომადგენელთან
1-rumin-aqtual-2საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. ბრიუსელში ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრი თინათინ ხიდაშელი ალიანსის წევრი ქვეყნების მუდმივ წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრა ნატოში რუმინეთის მუდმივი წარმომადგნელის სტელიან სტოიანის ორგანიზებით გაიმართა. მხარეებმა საქართველოს ნატოში გაწევრიანების პროცესი, რეგიონში არსებული უსაფრთხოების გარემო და არსებული გამოწვევები განიხილეს. საუბარი შეეხო საქართველოსთვის 2016 წლის ნატოს ვარშავის სამიტის მნიშვნელობას.