აქტუალური
ბრიუსელში ვიზიტი თინათინ ხიდაშელმა ნატოს სამხედრო კომიტეტის თავმჯდომარესთან, გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრით დაასრულა

1-brusel-aqtual-1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა ნატოსა და საქართველოს შორის არსებული სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს და უელსის სამიტზე საქართველოსთვის მინიჭებული ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის იმპლემენტაციის დეტალებზე ისაუბრეს. შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა ასევე საქართველოსა და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. საუბარი შეეხო ქართული სამხედრო კონტინგენტის წვლილს გლობალური უსაფრთხოების საქმეში.

გენერალ პეტრ პაველთან შეხვედრამდე, საქართველოს თავდაცვის მინისტრი საგარეო უწყების ხელმძღვანელთან ერთად ნატოს შტაბ-ბინაში ალიანსის გენერალურ მდივანს იენს სტოლტენბერგს შეხვდა.