საზოგადოება
„ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი!“ - უეფას პრეზიდენტის წერილი პრემიერ ღარიბაშვილს

1-dorogoi-sazog-1საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. საქართველოს რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრს ბატონ ირაკლი ღარიბაშვილს
ძვირფასო პრემიერ-მინისტრო, ძვირფასო ირაკლი!
დღესაც აქტუალურია ის მოგონებები, რომლებიც თბილისში გამართულ დიდი სუპერთასის ღონისძიებას უკავშირდება. დარწმუნებული ვარ, ქართველხალხსაც დიდხანს ემახსოვრება იმ დღის ემოციები. მსგავს წარმატებას სუპერთასის ორგანიზების საქმეში, პირველ რიგში, უნდა ვუმადლოდეთთანამშრომლობას უეფასთან, საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და ქვეყნის ხელისუფლებასთან, რაც სწორედ თბილისში მოხდა. მე გულწრფელადმჯერა, რომ ეს თანამშრომლობა კვლავაც შენარჩუნდება და მომავალში კიდევ უფრო განმტკიცდება იმისათვის, რომ საქართველოში ფეხბურთი წარმატებული იყოს.

ჩვენ ასევე გვქონდა შესაძლებლობა, შევხვედროდით ერთმანეთს არა მარტო თქვენს ოფისში ან სტადიონზე, არამედ სადილის დროსაც, რომელზეც თქვენ,თქვენი კეთილი ნებით, უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრებს უმასპინძლეთ. მე შევამჩნიე და ეს მახარებს, რომ თქვენ მონდომებული ხართ ხელიშეუწყოთ ფეხბურთის განვითარებას თქვენს ქვეყანაში.

გარდა ამისა, პირისპირ შეხვედრისას ჩვენ განვიხილეთ სხვა რამდენიმე მნიშვნელოვანი საკითხიც და მე მოხარული ვარ, რომ ამ კუთხითაც მივაღწიეთურთიერთგაგებას. მე წინადადება შემოგთავაზეთ ქართული ფეხბურთის საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე და, როგორც ჩანს, ჩვენი შეთანხმებაყველაზე შესაფერისი გადაწყვეტილება იყო ყველასთვის.

მჯერა, რომ უეფასა და თქვენი მთავრობის ერთობლივი მხარდაჭერით, ფეხბურთი სწრაფად განვითარდება საქართველოში, სადაც უდავოდ არსებობს ამისდიდი პოტენციალი.

პატივისცემით,
უეფას პრეზიდენტი
მიშელ პლატინი
ნიონი, 2015 წლის 21 სექტემბერი