პოლიტიკა
ენერგოსექტორის სისტემების ინფრასტრუქტურისა და მომსახურებისათვის ფინანსურ დახმარებას საქართველო აზიის განვითარების ბანკისგან მიიღებს
1-finans-polit-2საქართველო, 9 ოქტომბერი, საქინფორმი. მხარეებმა თანამშრომლობის საკითხებზე იმსჯელეს. საუბარი შეეხო საქართველოში აზიის განვითარების ბანკის მხარდაჭერით დაფინანსებულ პროექტებს და სამომავლო გეგმებს. ხაზი გაესვა 2014-2018 წლების თანამშრომლობის სტრატეგიის (CPS) მნიშვნელობას, რომლის მიხედვით, საქართველო ADB-სგან მხარდაჭერას მიიღებს შემდეგ სფეროებში:  ენერგო სექტორის, გზების, წყალმომარაგებისა და წყალარინების სისტემების ინფრასტრუქტურა და მომსახურება;საჯარო სექტორის მართვა; კერძო სექტორის განვითარება; ფინანსური სექტორის გაღრმავება და ინკლუზიურობა; მმართველობა; გენდერული თანასწორობა და ცოდნაზე დამყარებული გადაწყვეტილებების მიღება.