სამართალი
შსს: „ბათუმში მომხდარ ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით, გენერალური ინსპექციის რეაგირება იყო მყისიერი და ადეკვატური“

1inspekcia-SAMART-3საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს განცხადებას, სადაც, კერძოდ, ნათქვამია:
„2015 წლის 5 სექტემბერს ქ.ბათუმში, ხიმშიაშვილის ქუჩაზე მოხდა ავტოსაგზაო შემთხვევა. დაზიანდა 2 ავტომანქანა, რომელთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს მფლობელობაში იყო. დაჯარიმდა შსს-ს კუთვნილი ავტომანქანის მძღოლი ი. ანანიძე.
შინაგან საქმეთა სამინისტროს გენერალურმა ინსპექციამ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ავტოსაგზაო შემთხვევისას შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლის მთავარი სამმართველოს ტრეფიკინგისა და უკანონო მიგრაციის წინააღმდეგ ბრძოლის სამმართველოს ტრეფიკინგის წინააღმდეგ ბრძოლის დასავლეთის რეგიონული განყოფილების უფროსი გამომძიებლის - ზ. ქედელიძის მხრიდან ადგილი ჰქონდა დისციპლინურ გადაცდომას. 2015 წლის 2 ოქტომბრის ბრძანებით, ზ. ქედელიძე დათხოვნილ იქნა პოლიციის რიგებიდან.

საყვედურის სახით დისციპლინური სახდელი დაეკისრათ პოლიციის თანამშრომლებს: შსს-ს კრიმინალური პოლიციის დასავლეთის რეგიონული განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელ ი. ანანიძეს და პატრულ-ინსპექტორ ბ. გოგიბერიძეს“, - ნათქვამია, კერძოდ, აღნიშნულ განცხადებაში.