სამართალი
თინა ხიდაშელი: „ჩემი ტაქტიკური ამოცანა სტრატეგიული ამოცანის მისაღწევად არის ის, რომ საქართველომ უნდა გამოტოვოს მაპ-ის ეტაპი!“
1mapi-SAMART-2-ANALITსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხო.  ჩემი სტრატეგია, ასევე ტაქტიკა არის აბსოლუტურად ღია და მე ეს გზა სრულიად შეგნებულად ავირჩიე იმიტომ, რომ საქართველოს აღარ აქვს იმის ფუფუნება, რომ დახურულ კარს მიღმა რაღაც თემებზე ჩუმად ილაპარაკოს. საქართველოს სჭირდება ძალიან ღია, ნათელი პოლიტიკა, რომელიც ღია და ნათელი იქნება როგორც ჩვენი მოქალაქეებისთვის, ასევე ჩვენი პარტნიორებისთვის და ყველას გვეცოდინება ვის რა მოლოდინები აქვს. ჩვენ ვითხოვთ მაპ-ზე გადახტომას. თუმცა, მაპ-ს თუ მოგვცემენ უარს არ ვიტყვით. ეს არის პოლიტიკური გეგმა, რომელიც ჩვენ გვაქვს. პოლიტიკურად იქ ვართ, რაც გვითხრეს ბუქარესტში, რომ საქართველო გახდება ნატოს წევრი მაპ-ის შესრულების შემდეგ. ხვალ რომ იყოს ის მომენტი, რომელიც ბალტიისპირეთის ქვეყნებს დაუდგათ, ჩვენ ხვალ ნატოში არ მიგვიღებენ იმიტომ, რომ ვალდებულებად გვიწერია მაპ-ი უნდა გავიაროთ. ჩემი ამოცანაა ქვეყანა იმ მომენტისთვის იყოს მზად, როცა პოლიტიკური, გეოპოლიტიკური თუ სტრატეგიული მომენტი დადგება. დარწმუნებული ვარ, რომ ეს მომენტი ძალიან მალე დადგება ძალიან სამწუხარო რეალობის გამო, რაც დღეს ხდება სირიაში, სამწუხარო ამბების გამო, რომელიც დღეს მსოფლიოში ხდება. მე ძალიან ოპტიმისტურად და რეალისტურად ვუყურებ ამ შესაძლებლობას. ოღონდ გზაზე ბარიერი არ უნდა გვქონდეს“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.