სამართალი
თინათინ ხიდაშელი: „მჯერა, საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას! ჩემი მთავარი ამოცანაა ნატოს წევრობა“
1-xid-SAMART-1-ANALITსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში თავდაცვის უწყების ხელმძღვანელი საქართველოს ნატოში გაწევრიანების პერსპექტივებს შეეხო. მჯერა, რომ საქართველო დიდი ხანია იმსახურებს ნატოს წევრობას. მაგრამ ეს არ არის საინტერესო, ამ შემთხვევაში, სამწუხაროდ, მე არ ვარ გადაწყვეტილების მიმღები, ეს გადაწყვეტილება 28 ქვეყანამ უნდა მიიღოს, რომელიც მოლაპარაკების მაგიდის გარშემო ზის. ჩემი მთავარი ამოცანაა ნატოს წევრობა. ტაქტიკური ამოცანა არის ის, თუ როგორ უნდა მივიდეთ მთავარ სტრატეგიულ ამოცანამდე. საქართველოს ნატოში გაწევრიანების გზაზე მაპ-ის მიღება არის მნიშვნელოვანი კომპონენტი, გასავლელი ნაბიჯი. მაპ-ის ნაბიჯს რომ გაივლი, ამის შემდეგ დადგები წევრობის გზაზე. ვამბობ, რომ საქართველომ გაიარა მაპ-ის გზა. საქართველო დღეს ახორციელებას ნატო-საქართველოს ერთობლივ პაკეტს, რომლის მაგვარიც, მიახლოებულიც კი არცერთ ქვეყანას საქართველოს გარდა არ ჰქონია” - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.