პუბლიკაციები
თინა ხიდაშელი: „ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დახმარება, რომელსაც მუდმივად ვიღებთ მოთხოვნის შესაბამისად“
1tina-AQTUAL-3-ANALITსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ტელეკომპანია „კავკასიის“ გადაცემა „ბარიერის“ პირდაპირ ეთერში საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ბრიუსელში 8 ოქტომბერს დაგეგმილ ნატოს თავდაცვის მინისტერიალზე ისაუბრა. თინათინ ხიდაშელმა ყურადღება გაამახვილა თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში დაგეგმილ ნატო-საქართველოს კომისიის სხდომაზე, რომელიც 28+1-ის ფორმატში გაიმართება: შესაძლებლობა მექნება ნატოს ყველა მინისტრის წინაშე წარვსდგე ყველა იმ პრიორიტეტით, რომელიც ამ წუთებში საქართველოს გააჩნია პოლიტიკურად ანუ რა პოლიტიკური მოლოდინები აქვს საქართველოს ვარშავის სამიტიდან, დეკემბრის მინისტერიალიდან, ასევე ვისაუბრო იმ პრაქტიკულ ასპექტებზე, რომელიც ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის განხორციელებაში გვაქვს, პრობლემებზე, წინაღობებზე, წარმატებებზე იმიტომ, რომ ეს პროცესი არის ძალიან დინამიური. ჩვენ გვჭირდება უფრო მეტი დახმარება, რომელსაც მუდმივად ვიღებთ მოთხოვნის შესაბამისად. ჩვენ კიდევ მორიგი ასეთი შეთავაზებები გვექნება ნატოს მინისტრებისთვის“, - განაცხადა თინათინ ხიდაშელმა.