აქტუალური
გაიმართება თუ არა თბილისის მერის ვადამდელი არჩევნები? - ნარმანიას თანაგუნდელები ტოვებენ

1arCevn-aqtual-1საქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. შესაძლოა, თბილისში მერის ვადამდელი არჩევნები დაინიშნოს. ასეთ შესაძლებლობას თავად მუნიციპალიტეტში გამორიცხავენ, თუმცა არასამთავრობო სექტორი ვარაუდობს, რომ საკადრო წმენდა ქალაქის ხელმძღვანელობაში დავით ნარმანიას გადადგომით და კიდევ ერთი არჩევნებით დასრულდება.

ეს საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც კიდევ ერთი მაღალჩინოსნის გადადგომის შესახებ გახდა ცნობილი.
ამჯერად თანამდებობა ზედამხედველობის სამსახურის უფროსმა გეგი ნიჟარაძემ დატოვა.
მანამდე თანამდებობა კეთილმოწყობის სამსახურის უფროსმა ავთანდილ სუდაძემ დატოვა.