პოლიტიკა
„ქმედებები, რომლებიც აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ“ - აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი “რუსთავი 2”-ის შესახებ განცხადებას აკეთებს

1rustavi-polit-2-analitსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. ამის შესახებ ვაშინგტონიდან კურიერის კორესპონდენტი დავით ნიკურაძე იუწყება, რომელმაც “რუსთავი 2”-ის საქმესთან დაკავშირებით კითხვა აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის  ყოველდღიურ ბრიფინგზე პრესმდივან მარკ ტონერს დაუსვა.

"ჩვენ ყურადღებით ვაკვირდებით განვითარებულ მოვლენებს. დაჟინებით მოვუწოდებთ, რომ ნებისმიერი სამართლებლივი პროცესი, რომელიც მედიას უკავშირდება, წარიმართოს მართლმსაჯულების უმაღლესი სტანდარტებით და გამოხატვის თავისუფლების პატივისცემით. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში შეერთებული შტატების ხელისუფლება და საერთშორისო საზოგადოება დადებითად აფასებდა საქართველოს თავისუფალ და პლურალისტურ მედიაგარემოს, რაც მთელი რეგიონისთვის მისაბაძად ითვლებოდა. ქმედებები, რომელიც საფრთხეს უქნის ამ გარემოს, ზღუდავს მედიის თავისუფლებას ან აზიანებს მედიაპლურალიზმს, აშკარად შემაშფოთებელია, განსაკუთრებით საპარლამენტო არჩევნების წინ. ჩვენ ამას ძალიან სერიოზულად ვეკიდებით და ვაკვირდებით", - განაცხადა მარკ ტონერმა კურიერის კითხვის პასუხად.