საზოგადოება
„ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა" თხოვნით მიმართავს საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს თხოვნით - დაინტერესდეს ათენში დაკავებული, მოშიმშილე ემიგრანტების მდგომარეობით!

1eliza-SAZOG-1-ANALITსაქართველო, 8 ოქტომბერი, საქინფორმი. განცხადება: ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგა" თხოვნით მიმართავს საგარეო საქმეთა მინისტრს - ბატონ გიორგი კვირიკაშვილს, დაინტერესდეს ათენში ჩვენი დაკავებული,მოშიმშილე ემიგრანტების მდგომარეობით და საბერძნეთში საქართველოს ელჩს და საკონსულო სამსახურს სთხოვოს სასწრაფოდ მოახდინონ რეაგირება აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით.

წინასწარ ვუხდით მადლობას ყველა იმ ოფიციალურ პირს, ვინც გულთან ახლოს მიიტანს შექმნილ მდგომარეობას და კეთილსინდისიერად შეასრულებს თავის პროფესიულ მოვალეობას!

პატივისცემით,
ქართველ ემიგრანტთა მსოფლიო ლიგის დამფუძნებელი ელიზა აბელაშვილი
2015 წლის 7 ოქტომბერი
აშშ