რფ მოიერიშე შვეულმფრენებს ტაჯიკეთის სამხედრო ბაზაზე გადაისვრის
საქართველო, 7 ოქტომბერი,
საქინფორმი. რუსეთი ტაჯიკეთში, 201-ე სამხედრო ბაზაზე შვეულმფრენებს -
Ми-24п და
Ми-8МТВ გადაისვრის, - განაცხადა 7 ოქტომბერს ცენტრალური სამხედრო ოლქის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, პოლკოვნიკმა იაროსლავ როშჩუპკინმა.
"ფორმირებული ავიაჯგუფი ბაზირებული იქნება ტაჯიკეთის ჰისარის რაიონსა და აინის აეროდრომზე დუშანბედან 30 კმ-ში. ქვედანაყოფის შემადგენლობაშია მოიერიშე შვეულმფრენები Ми-24П და საბრძოლო-სატრანსპორტო Ми-8МТВ", - განაცხადა მან.