BBC: „რუსეთს აქვს უფლება, იერიში მიიტანოს თურქეთზე, ერაყზე, იორდანიასა და ლიბანზე"
საქართველო, 7 ოქტომბერი,
საქინფორმი. "რუსეთს სრული უფლება აქვს მიიტანოს სამხედრო იერიშები თურქეთის, იორდანიის, ერაყის, ლიბანის ან რომელიმე სხვა ქვეყნის ტერიტორიებზე, სადაც არსებობს ტერორისტული დაჯგუფების „ისლამური სახელმწიფო“, რადგან ეს არ ეწინააღმდეგება საერთაშორისო სამართალს", - განაცხადა აშშ-ის თავდაცვის მინისტრის ყოფილმა თანაშემწემ რუსეთის, უკრაინისა და ევრაზიის საკითხებში,
ეველინ ფარკასმა რადიოსადგურ
BBC-ის ამერიკული გამოცემის ეთერში.
„საერთაშორისო სამართალთან სრულ შესაბამისობაში, ნებისმიერ ქვეყანას, რომელსაც ომი გამოუცხადეს, აბსოლუტური უფლება აქვს, დამთავროს ის იქ, საიდანაც მომდინარეობს საფრთხე იმ ძალებისგან, რომლებმაც ეს ომში გამოაცხადა. რამდენადაც ჩვენთვის ცნობილია, „ისლამურმა სახელმწიფომ“ და საუდის არაბეთის წარმომადგენელმა ცალკეულმა პირებმა მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ ჯიჰადისკენ, რითაც არსებითად მას ომი გამოუცხადა“, - განაცხადა ეველინ ფარკასმა.