სამართალი
საქართველოში „ვარდების რევოლუცია - 2 მზადდება!" "ნაცმოძრაობა“ ქუჩაში გამოდის - ივანიშვილის სახლთან მიმდინარე აქციის მონაწილეები ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს ითხოვენ!
1nac-SAMART-3-ANALITსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ა.წ. 5 სექტემბერს, გვიან საღამოს. დაიწყო საპროტესტო აქცია საქართველოს ექს-პრემიერ-მინისტრის ბიძინა ივანიშვილის სახლთან. აქციის მონაწილეებს სიტყვით ნაციონალური მოძრაობის” ლიდერები მიმართვდნენ: “მოვითხოვთ წავიდეს ბიძინა ივანიშვილი და მოვითხოვთ ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებს!“ – ამის შესახებ ყოფილი პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის რეზიდენციასთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა გიგი წერეთელმა განაცხადა. გიგი წერეთლის თქმით, უსამართლობაა ის ორმაგი სტანდარტი, რომელსაც სამართალდამცავი ორგანოები მიმართავენ, როდესაც არ ისჯებიან ნაციონალური მოძრაობის” წინააღმდეგ განხორციელებულ აგრესიაში მონაწილე პირები, ხოლო სხვა შემთხვევაში ხდება მათი დაკავება. როგორც timer.ge გვატყობინებს, ქუთაისში, პარლამენტის შენობასთან ა.წ. 2 ოქტომბერს დაკავებულ პირთა გათავისუფლების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციაზე ნაციონალური მოძრაობის” წევრებს, მის მხარდამჭერებს და თავისუფალი ზონის” წევრებს მიტანილი ჰქონდათ პლაკეტები, წარწერით ბიძინა წადი!” და “თავისუფლება დაკავებულ პირებს!”.