სამართალი
შსს-მ ბუპრენორფინის შემცველი 82 აბი ამოიღო
1bupre-SAMART-2საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. შსს-ს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის ნარკოტიკების უკანონო ბრუნვის წინააღმდეგ ბრძოლის მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე ჩატარებული სამძებრო-საგამოძიებო ღონისძიებების შედეგად, 1985 წელს დაბადებული გიორგი მ. ნარკოდანაშაულისთვის თბილისში დააკავეს. სამართალდამცველებმა, დაკავებული პირადი ჩხრეკისას, ბუპრენორფინის შემცველი 82 აბი და 2 ნატეხი ნარკოტიკული საშუალება ამოიღეს. დადგინდა, რომ ბრალდებულმა ნარკოტიკი საქართველოში თურქეთიდან უკანონოდ შემოიტანა. გამოძიება განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების საქართველოში უკანონოდ შემოტანის ფაქტზე მიმდინარეობს.