აქტუალური
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალურ შტაბს ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარი სერჟანტი სიმ სალისტე ესტუმრა

1saliste-AQTUAL-3საქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. უცხოელ სტუმარს მასპინძლობა ქართველმა კოლეგამ - საქართველოს შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა ბესიკ ხატიაშვილმა გაუწია. ესტონელ კოლეგასთან ესტონეთსა და საქართველოში არსებული სერჟანტთა სისტემები განვიხილეთ. გავცვალეთ შეხედულებები და იდეები. ქართულ და ესტონურ სერჟანტთა სისტემას შორის ბევრი რამ არის საერთო. ჩვენ მსგავსი გამოწვევები გვაქვს და სამომავლო პერსპექტივებისთვის ინფორმაციის ინტენსიურ გაცვლას დიდი მნიშვნელობა აქვს“, - განაცხადა ბესიკ ხატიაშვილმა.

ესტონეთის შეიარაღებული ძალების მთავარმა სერჟანტმა შეხვედრა გამართა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის მოადგილესთან, ბრიგადის გენერალ ვლადიმერ ჩაჩიბაიასთან. მხარეებმა საქართველო-ესტონეთის სამხედრო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.