პუბლიკაციები
არჩილ გეგეშიძე საქართველოს პრეზიდენტის ბრალდებებს პასუხობს

1elCma-POLIT-2-ANALITსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. ამერიკაში საქართველოს ელჩმა პრეზიდენტის ბრალდებებზე "კურიერთან" სატელეფონო ინტერვიუს დროს კომენტარი გააკეთა (ვიდეო იხ. აქ).
"ვინაიდან არც კონსტიტუციაში და არც ხსენებულ კანონმდებლობაში არ წერია, როგორი უნდა იყოს ელჩის მოქმედება ისეთ არაორდინალურ ვითარებაში, როდესაც ადგილსამყოფელი ქვეყნის ორ სხვადასხვა ქალაქში ერთდროულად იმყოფება ერთის მხრივ პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ოფიციალური დელეგაცია და მეორეს მხრივ, პრეზიდენტი სამუშაო ვიზიტით, ჩემი ნიუ იორკში ყოფნა პრეზიდენტის დელეგაციის ვიზიტის ფარგლებში საქმიანობის გასაგრძელებლად არ ყოფილა კანონმდებლობით განსაზღვრული დიპლომატიური ეტიკეტის უგულებელყოფა და ვიზიტის საპროტოკოლო ნორმების დარღვევა. ოფიციალური დელეგაციის ხელმძღვანელმა ეს იცოდა.

პრეზიდენტი თავისი ვიზიტით კმაყოფილი წავიდა ვაშინგტონიდან. მართალი გითხრათ, ცოტა გაკვირვება გამოიწვია ჩემში ასეთმა ტონმა“, - განაცხადა სატელეფონო საუბარში საქართველოს ელჩმა.