პოლიტიკა
"საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა აშშ-ის აბსოლუტურად ყველა სივრცეში” - ზურაბ აბაშიძე

1abasize-POLIT-1-ANALITსაქართველო, 7 ოქტომბერი, საქინფორმი. პრეზიდენტის მიერ „რუსთავი 2“-ის ეთერში გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით, შეფასება გააკეთა პრემიერის სპეციალურმა წარმომადგენელმა რუსეთთან ურთიერთობის საკითხებში ზურაბ აბაშიძემ (ვიდეო იხ. აქ).
“რამდენად წარმოჩინდა საქართველოს თემა ბოლო ხანს გაეროში, ვაშინგტონში, ზოგადად, აბსოლუტურად ნათელი პასუხია ამის თაობაზე.

რამდენიმე გამოსვლა ჰქონდა პრემიერს გენერალურ ასამბლეაზე, იყო ორმხრივი შეხვედრები გაეროში, პრეზიდენტსაც ჰქონდა მრავალი შეხვედრა. ამიტომ, ვფიქრობ საქართველო ძალიან აქტიურად გამოჩნდა ამ დღეებში ამერიკის შეერთებული შტატების აბსოლუტურად ყველა სივრცეში“ - განაცხადა ზურაბ აბაშიძემ.