უცხოეთი
ტოკიოში ზორგეს დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი ცერემონია გაიმართა

cveti-zar-3საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. ლეგენდარული საბჭოთა მზვერავი რიჰარდ ზორგეს დაბადების 120 წლისთავისადმი მიძღვნილი გვირგვინებით შემკობის ცერემონია ტამას სასაფლაოზე, ტოკიოს გარეუბანში გაიმართა.

რუსეთის საელჩოს სამხედრო ატაშეს აპარატის თანამშრომლებმა, ზორგეს საფლავთან საპატიო ყარაული დააყენეს. რუსი დიპლომატები და საბჭოთა კავშირის გმირი რიჰარდ ზორგეს სახელობის სკოლის მოსწავლეებმა საფლავი გვირგვინებითა და ყვავილებით შეამკეს.

გამოჩენილი საბჭოთა მზვერავი რიჰარდ ზორგე დაიბადა 1895 წლის 4 ოქტომბერს დაიბადა ბაქოს მახლობლად. ომის დაწყებამდე მან შეძლო ზუსტი ინფორმაციის მიღება საბჭოთა კავშირზე ნაცისტური გერმანიის თავდასხმისა და გერმანიის არმიის ძალების შესახებ, ხოლო 1941 წლის შემოდგომაზე ცნობა გადასცა იმის შესახებ, რომ იაპონია სსრკ-ს თავს არ დაესხმებოდა, რამაც მოსკოვის დასაცავად ციმბირის დივიზიების გადმოსროლის საშუალება წარმოშვა.

რიჰარდ ზორგე იაპონიაში 1933 წლიდან მუშაობდა, როგორც  გერმანული გაზეთების კორესპონდენტი და ამავდროულად საბჭოთა მზვერავი იყო. მისი ბრწყინვალე ანალიტიკური სტატიებმა გზა გაუხსნა მას გერმანიის საელჩოსკენ, სადაც ის, მისი ქარიზმის, ცოდნისა და ინტელექტის წყალობით,  სამხედრო ატაშეს დაუმეგობრდა, რის შემდეგაც მას პრესატაშეობა შესთავაზეს.

საბჭოთა მზვერავის ხიბლს ვერ გაუძლო მისმა იაპონელ გამომძიებელმაც. თავის შენიშვნებში ზორგეს შესახებ, ის წერს, რომ "ეს იყო მომხიბლავი კაცი, მიუხედავად იმისა, რომ იგი დამნაშავე იყო და მისი საქმე მე მიმყავდა“.

1964 წელს, იაპონის ციხეში გარდაცვალებიდან 20 წლის შემდეგ, რიჰარდ ზორგეს  საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.