საზოგადოება
სვანეთში ჩამოწოლილ ზვავში დაკარგული მთასვლელის სამძებრო სამუშაოები ამ დრომდე უშედეგოდ გრძელდება.
მესტიის რაიონის სოფელ მულახთან ზვავი მაშინ ჩამოწვა, როდესაც ორი ადგილობრივი მთასვლელი მთის ფერდობზე გადაადგილდებოდა. ერთ-ერთი მათგანი ჩამოწოლილ ზვავს გადაურჩა, მეორე კი ამ დრომდე ვერ იპოვეს.