უცხოეთი
მედიამ აშშ-სა და რუსეთს შორის სირიაში თანამშრომლობის ვარიანტების შესახებ განაცხადა

siria-zar-2საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. პენტაგონი სირიაში რუსეთთან ურთიერთქმედების  სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავს. ამის შესახებ ორშაბათს, 5 ოქტომბერს, ТАСС იტყობინება გაზეთ "პოლიტიკო"-ზე დაყრდნობით.

პირველი ვარიანტი -  ტერიტორიის დაყოფა "სექტორებად", რომლებშიც აშშ-სა და რუსეთს შეეძლებათ  სამხედრო ძალების განთავსება. მეორე სქემა ითვალისწინებს რეგულარულ ურთიერთობასა და ოპერაციების შეთანხმებას. მესამე წინადადებაა - "სრული პარტნიორობა".

მოსკოვი უნდა შეუერთდეს ე.წ. "60 ქვეყნის კოალიციას" სირიასა და ერაყში „ისლამურ სახელმწიფოსთან“ საბრძოლველად, რომელსაც ვაშინგტონი ხელმძღვანელობს. ამ შემთხვევაში, პენტაგონი მზად არის მიიღოს რუსეთის მეკავშირე ოფიცერი მის სამეთაურო პუნქტში, დოჰას მახლობლად.

რუსმა დიპლომატებმა ამერიკელ კოლეგებთან კონსულტაციების მიმდინარეობისას თავად  შესთავაზეს თეთრ სახლს, ჩართულიყო საინფორმაციო ცენტრის მუშაობაში ბაღდადში, - წერს გაზეთი. ის შექმნილია „ისლამურ სახელმწიფოსთან“ ბრძოლის საკოორდინაციოდ.

რუსული ავიაციის ოპერაცია სირიაში  30 სექტემბერს დაიწყო. ბოევიკებზე საჰაერო იერიში მიაქვს 50 თვითმფრინავსა და ვერტმფრენს, მათ შორის Су-24М, Су-25-სა და Су-34-ს. რფ-ის შეიარაღებული ძალები ქვეყნის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინის განკარგულებების საფუძველზე მოქმედებენ, რომელმაც სამხედრო დახმარების თხოვნა ოფიციალური დამასკოსგან მიიღო.