უცხოეთი
თურქეთმა რუსეთი საჰაერო სივრცის განმეორებით დარღვევაში დაადანაშაულა

ankara-zar-1საქართველო, 6 ოქტომბერი, საქინფორმი. რუსეთის  სამხედრო თვითმფრინავმა თურქეთის საჰაერო სივრცე არა მხოლოდ შაბათს, 3 ოქტომბერს, არამედ მეორე დღესაც დაარღვია. ამის შესახებ 5 ოქტომბერს Reuters იტყობინება, თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით.
ეს უკვე მეორე ინციდენტია ბოლო სამი დღის განმავლობაში, - განაცხადეს სამინისტროში. მანამდე, რუსეთის სამხედრო-საჰაერო ძალების თვითმფრინავმა უკვე დაარღვია თურქეთის საჰაერო სივრცე. მაშინ განგაშისას ორი თურქული გამანადგურებელი F-16 გაუშვეს. თურქეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ გამოთქვა ოფიციალური პროტესტი და ურჩია რუსეთს, გამორიცხოს ასეთი ინციდენტების განმეორება.

წინააღმდეგ შემთხვევაში, - განაცხადეს ანკარაში, - „მოსკოვი იქნება პასუხისმგებელი ნებისმიერ არასასურველ შედეგზე, რომელიც შეიძლება მოხდეს".

რუსეთის საელჩომ თურქეთში დაადასტურა რუსული თვითმფრინავის მიერ თურქეთის საჰაერო სივრცის დარღვევის ფაქტი. რუსეთის ფედერაციის თავდაცვის სამინისტრომ ეს უამინდობით ახსნა.

30 სექტემბრიდან რუსეთი სამხედრო ოპერაციებს ატარებს სირიის ტერიტორიაზე პრეზიდენტ ბაშარ ასადის თხოვნით. ოპერაციის გაცხადებული მიზანია "ისლამური სახელმწიფოს" (რუსეთში აკრძალული ტერორისტული დაჯგუფება) წინააღმდეგ ბრძოლაში დახმარება. „ისლამური საელმწიფოს“ წინააღმდეგ ბრძოლის საერთაშორისო კოალიციამ, რომელსაც აშშ-ს ხელმძღვანელობს, და სადაც თურქეთიც შედის, მანამდე შეშფოთება გამოთქვა რეგიონში რუსეთის ქმედებების გამო.